|
ACTION GROUP
დიზაინი
საფირმო სტილი კომპანიის საფირმო სტილს, უსიტყვოდ, ქმნიან მისი თანამშრომლები და რა უნდა გააკეთოთ მათი, საჭირო მომენტში, არ არსებობის შემთხვევაში? როგორ წარმოაჩინოთ საკუთარი კომპანია, უამბოთ მის ღირებულებებზე და აცნობოთ ხალხს მის ქმედითუნარიანობის შესახებ, სიტყვის უთქმელად. თუკი მოიდომებთ ყველაფერი შესაძლებელია.დასაწყისისთვის გავერკვეთ: რა არის საფირმო სტილი?. მის ელემენტებად ითვლება საფირმო ტექსტი (სლოგანი) და ლოგოტიპი, რომლებიც უხდებიან ყველა საქმიან ბლანკს. თვითონ საფირმო სტილი- ეს არის ერთობლიობა ყველა მისი დეტალის, რომელიც საბოლოო ჯამში საერთო კომბინაციას ასრულებს. ზუსტად ეს კომბინაცია განსაზღვრავს თქვენი კომპანიის ქმედითუნარიანობას, აგრეთვე მის სტატუსს ბიზნეს არენაზე. გამაღიზიანებელია, როცა გრაფიკული ნიშნები და ლოგოტიპი ემთხვევა, თავისი სტრუქტურითა და ფერით, კონკურენტებისას. საფირმო სტილის შექმნა- სავსებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია ყველა კომპანიის ცხოვრებაში. საფირმო სტილის ელემენტები დღესდღეისობით გახდა მთავარი მარკეტინგული ინსტრუმენტი. თანამედროვე მსოფლიოში კომპანიის საფირმო სტილი ითვლება აუცილებელ ელემენტად ბიზნესისა. მისი შექმნა არ არის აუცილებელი კომპანიის გახსნისტანავე, მაგრამ მისი შემუშავება რათა გამოირჩეოდეთ „კოლეგებისაგან“ მართლაც ღირს.იმის მეშვეობით რასაც თანამედროვე პოლიგრაფია ფლობს აღარ არის ძნელი იდენტურობის შენარჩუნება. ფურცელზე შეიძლება სასწაულის კეთება კარგი დიზაინის მეშვეობით. „ექშენ გრუპ“-ი გთავაზობთ ჩვენს დიზაინ სტუდიაში შეიმუშავოთ საფირმო სტილი თქვენი ორგანიზაციისათვის. ჩვენ ვუზრუნველყობთ მაღალპროფესიონალურ დონეზე საფირმო სტილის შექმნას. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პოლიგრაფიული პროდუქტი თუ თანამშრომლების უნიფორმები, ყველაფერი დაიწყება ნულიდან და მივა საბოლოო კონდიციამდე. როგორცკი იქნება მოფიქრებული ლოგოტიპი და საფირმო სტილი დამუშავებული საქმეც დაიძვრება. ასევე დაიწყება ლამაზად გაფორმება კონვერტების, ბლოკნოტების, ბლანკების, სავიზიტო ბარათები და სხვადასხვა ატრიბუტები.საფირმო სტილი არ მუშაობს მხოლოდ 1 თვე ან წელი- კარგად შესრულებული იგი იქნება სახე მთელი კომპანიის ბიზნეს სამყაროში წლების განმავლობაში. საფირმო სტილის დამუშავება ატარებს თავისთავად დიდ პასუხისმგებლობას. ყოველ კომპანიასთან მიმართებაში ჩვენ გააზრებულად ვმოქმედებთ. მუშაობის პროცესში ყველა ასპექტი იქნება შესრულებული მაღალ დონეზე. სხვანაირად შეიძლება კი? ისეთი პროფესიონალებისათვის როგორებიც არიან პოლიგრაფიის და დიზაინის განხრით. ჩვენთან შექმნილი საფირმო სტილი „განწირულია“ წარმატებისათვის. |