|
|
ACTION GROUP
ფართო ფორმატიანი ბეჭდვა
კალენდარი.
რეკლამა მთელი წლის განმავლობაში.
კარგად დააკვირდით თქვენს კედლებს, სამუშაო მაგიდას, საფულეს....
რათქმაუნდა თქვენ შენიშნავთ თქვენი პარტიორების უმაღლესი ხარისხის კალენდრებს. ჩვენთან განხორციელებული პირველი ზარისთანავე ასობით კომპანიის ოფისების კედლებზე თქვენს მოხდენილ კალენდარსაც იხილავენ. რეკლლამა მთელი წლის განმავლობაში ხელმისაწვდომ ფასად- რატომ უნდა იყოს ურიგო გარიგება?
ჩვენი სტამბა ამზადებს ყველანაირი ფორმატისა და ტიპის კალენდრებს: კედლის, მაგიდის, ჯიბის, კვარტალური, ინდივიდუალური სურათით, მოსახევი, მაგიდის ყოველთვიური და ა.შ.
მოცემულ მომენტში რაოდენობა დიზაინისა ორიგინალური კალენდარისათვის დღითიდღე იზრდება. იმდენად ფართო არჩევანია,რომ უკვე რთულია გამოვყოთ ის რომელიც თქვენ გჭირდებათ. მოცემული პრობლება ადვილად გადაწყვეტადია: ჩვენ შევიმუშავებთ კონკრეტულად თქვენთვის ლამაზ კალენდარს კომპანიის ლოგოტიპით, რომელიც შერწყმული იქნება საფირმო სტილთან. როდესაც თქვენი კალენდარი ხვდება ნებისმიერი კომპანიის მენეჯერის ოფისში, იგი აგრეთვე ექცევა ბიზნესის გავლენიანი პირების თვალთახედვის არეში.
ჩვენი თანამედროვე დანადგარების დამსახურეებაა ის, რომ თქვენ შეგიძლიათ დაგვიკვეთოთ, ბეჭდვა ნებისმიერი ტიპის, ზომისა და რაოდენობის კალენდარისა. მინიმალური შეკვეთა - 1 ცალი, მაქსიმალური - რამდენიც გნებავთ. კალენდრების ბეჭდვა ხდება, როგორც ჩვენი დიზაინერების ორიგინალური შემუშავების მიხედვით, ასევე კლიენტის სურვილისამებრ.
მინიმუმ ერთ წელს არსებობს მოცემული სარეკლამო პოლიგრაფიული პროდუქტი, და ხშირად მასზე არსებული ლამაზი სურათები კიდევ უფრო დიდხანს ატკბობენ თვალს.
პირამიდა კალენდარი
მაგიდის პირამიდა კალენდრის შემუშავება და ბეჭდვა.
მაგიდის პირამიდა კალენდარის ზომაა 210x297 გაშლილ მდგომარეობაში, 250 გრ. ბრისტოლზე, სრულფერიანი ბეჭდვა.
(აქ ცხრილი)
პირამიდა რომელიც თქვენს პროდუქტს ყიდის.
მრავალფეროვნების გამო, მაგიდის პირამიდა კალენდარი ყოველთვის პოპულარული და საყოველთაოდ მოთხოვნადია. პირამიდა კალენდარი, თქვენი კომპანიის სახელითა და ლოგოტიპით, არის მოხდენილი და სასარგებლო საჩუქარი თქვენი კლიენტის, კოლეგისა თუ საქმიანი პარტნიორისათვის.
მოგვანდეთ ჩვენ მოცემული პროდუქტის შემუშავება-დამზადება, რადგან მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ ეს მცირე ზომის პოლიგრაფიული პროდუქტი აქციონ, მოხდენილ, პრაქტიკულ და თქვენთვის წარმატების მომტან ატრიბუტად.
მაგიდის კალენდარი
მაგიდის გადასაშლელი კალენდრების შემუშავება და ბეჭდვა.
მაგიდის გადასაშლელი კალენდრის გვერდითი ზომაა 120 x 200მმ. ხოლო მისი ფურცლები კი 100x200მმ. სრულფერიანი ბეჭდვა. აკინძვა მეტალის ზამბარით.
(აქ ცხრილი)
ბრენდის იდენტიფიკაცია
ბევრ თქვენთაგანს გასჩენია კითხვა, თუ რა აჩუქოთ თანამშრომლებს, პარტნიორებს ან კლიენტებს, კომპანიის დღეობასთან ან სხვა დღესასწაულთან დაკავშირებით. დღესდღეისობით მაღაზიებში ფართო არჩევანია საოფისე სუვენირებისა, მაგრამ საუკეთესო მაინც საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქრია. უფრო სწორედ ჩვენს მიერ შექმნილი თქვენი მოთხოვნების სრული გათვალისწინებით. ჩვენი დიზაინერები შემოგთავაზებენ ასორტიმენტს, საუცხოო ფორმისა და სტილის, წლიური რეკლამის მატარებელ კალენდრებისა.
მაგიდის გადასაშლელი კალენდარი ეფექტურად მუშაობს ცნობადობის გაზრდაზე. იგი ყოველდღიურ სამუშაო ატრიბუად იქცევა ნებისმიერი მენეჯერისა თუ მმართველისა. ეს კალენდრები საუკეთესო ობიექტს წარმოადგენენ დიზაინერთა შეუზღუდავი ფანტაზიის წარმოსაჩენად, რომელნიც საუკეთესო ადგილს შეურჩევენ ინფორმაციას თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ. კალენდარი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ზომის (A4-დან A7-მდე) და აგრეთვე ნებისმიერი ფორმის.
მაგიდის კალენდრის შექმნა - ეს ყოველთვის ახალი სარეკლამო კამპანიის დაწყებას ნიშნავს, რომელიც საჭიროებს პერსონალურ მიდგომას თვითოეულ კლიენტთან მიმართებაში. პროფესიონალები პოლიგრაფიის დარგში გთავაზობენ საკუთარ მომსახურებას უმაღლესი ხარისხის მაგიდის კალენდრის დამზადებისათვის.
კვარტალური კალენდარი
კვარტალური კალენდრების დიზაინი და ბეჭდვა.
კვარტალური კალენდრების ბეჭდვის ფასი. ფასში შედის სრულფერიანი ბეჭდვა ინდივიდუალური საკიდი თავით.
(აქ ცხრილი)
თვალსაჩინოდ დასურათებული
დღესდღეისობით არანაკლებ პოპულარულია -კვარტალური კალენდარი. ამიტომაც შემთხვევით არ მოხვედრილან კვარტალური კალენდრები პოლიგრაფიის მწვერვალზე. პირველი მიზეზი მისი პოპულარობის არის - მოხერხებულობა. კალენდარის კვარტალური ბლოკები წარმოადგენენ სამ თვეს: მიმდინარეს, გასულს და მომდევნოს ერთდროულად შესაძლებელს ხდის საქმიანობის შეჯამებასა და დაგეგმარებას.მითუმეტეს მისი ფორმა, კვარტალური ბლოკის , საინტერესოდ გაფორმების საშუალებას იძლევა. მეორე მიზეზი მისი პოპულარობისა არის - ძალიან დიდი სარეკლამო სივრცე. კალენდარის ბლოკი საშუალებას აძლევს მწარმოებელს განათავსოს რეკლამა ფაქტიურად 70% -ზე მთლიანი ფასადისა და რადგანაც კვარტალური კალენდარი ოფისების მუდმივი თანამგზავრია ასეთი ტიპის რეკლამა აუცილებლას აღწევს დასახულ მიზანს. თუ ამავდროულად შევქმნით ორიგინალურ ფორმას კალენდრისა წარმატება უბრალოდ გარანტირებულია!
ამავდროულად კვარტალური კალენდარი არსებობს როგორც კედლის, ასევე მაგიდის- ეს კი საშუალებას იძლევა ფართო საზოგადოებას მოიცვათ, რადგან ხშირად შეუძლებელია საკუთარი ჭიკარტი მიამაგროთ კედელს, რათა თქვენი კალენდარი განათავსოთ მასზე.
საქართველოში კვარტალურმა კალენდარმა მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა. პირველ რიგში ისინი ალამაზებენ კედელს, მეორე კალენდარული ბლოკი გეხმარება დღიურ ორიენტაციაში, მესამე მისი დიზაინი წარმოადგენს ხელოვნების სფეროს, მასზე ორიგინალურად გამოხატული კომპანიის ღირსებებითა და საფირმო ნიშნის მეშვეობით.
თქვენ რომ უფრო კარგად გაერკვეთ თუ რას წარმოადგენს კვარტალური კალენდარი, დაწვრილებით აგიხსნით მის შედგენილობას:
- 1. პოსტერი რომელზეც განთავსებული იქნება ლამაზი სურათი თქვენი კომპანიის ლოგოტიპით ან მის გარეშე.
- 2.თვით კალენდარული ბლოკი
- 3. სარეკლამო სივრცე რომელიც ყოველთვის ახლავს კვარტალურ კალენდარს. მისი გამოყენება აგრეთვე შეიძლება აღნიშვნებისათვის.
- 4. ზამბარა და კურსორი.
კვარტალური კალენდრის დამზადება - საკმაოდ ძნელი შემოქმედებითი საქმეა. რადგან აუცილებელია რომ მისი ყველა დეტალი საუკეთესოდ ერწყმოდეს ერთმანეთს. ყველაზე დიდ როლს თამაშობს კვარტალური კალენდრის დიზაინი. ის აუცილებლად უნდა იყოს არაჩვეულებრივი, დახვეწილი, არა თავბრუდამხვევი და ამავდროულად დამაჯერებელი - სწორედ ამიტომ ხდება კვარტალური კალენდრის უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფიულ დანადგარებზე დაბეჭდვა. ხშირად პროფესიონალების მიერ შექმნილი კალენდრის გადაგდება ენანებათ მაშინაც კი როდესაც მისი შესაბამისი წელი უკვე გასულია.
"Action Group "-ი შეიმუშავებს თქვენთვის 2010 წლის კვარტალურ კალენდარს ან ნებისმიერი მომდევნო წლისათვის. ჩვენ მათი ბეჭდვის ფასი ხელმისაწვდომია.
ჯიბის კალენდრები
დამზადება და ბეჭდვა ლამინირებული ჯიბის კალენდრების.
ჯიბის კალენდრების ბეჭდვის ფასი. ზომა 70x100 მმ. სრულფერიანი ორმხრივი ბეჭდვა ლამინირებით, 200 გრამიან ცარცის ფურცელზე.
(აქ ცხრილი)
რეკლამა მომხმარებლის ჯიბეში
თუ ნებისმიერი გამვლელი რამოდენიმე წუთის მერე უაზროდ მოისვრის მისთვის მიცემულ ბუკლეტს, ლიფლეტს ან სხვა ამ ტიპის რეკლამის მატარებელს, საეჭვოა რომ იგი ასე მოექცეს ჯიბის კალენდარს. ლამაზი, უწყინარი, რაც მთავარია გამოსადეგი და სასარგებლო პროდუქტი - ჯიბის კალენდარი - ისეთი მოსახერხებელია (100x70მმ), რომ იგი იქნება მთელი დღე თქვენი კლიენტის საფულეში, ჩანთაში, ქურთუკის ჯიბეში და ა.შ.
ჯიბის კალენდარი- ესაა კომპაქტური, მიმზიდველი და ყოვლად პრაქტიკული საშუალება თქვენი კომპანიის წარმოსაჩენად. კალენდრის ზომა მისი ყველგან ტარების საშუალებას იძლევა, ასე რომ მას ყოველდღე შეამჩნევს მისი მფლობელი. ჯიბის კალენდრების დამზადება შესაძლებელია დროის ძალიან მცირე მონაკვეთში რაც მისი ერთერთი პლიუსია. გამოფენა, სემინარი, პრეზენტაცია -კალენდრების ოპერატიულად შესრულებული ბეჭდვა უზრუნველყობთ თვითოეულ სტუმარს მინი სუვენირით, რომლებსაც ისინი დიდი სიამოვნებით წაიღებენ თან.
ჯიბის კალენდრის ერთ მხარეს იბეჭდება სურათი (ფოტო, ნახატი, კოლაჟი) და კომპანიის ლოგოტიპი, ხოლო მეორე მხარეს თვითონ კალენდრის ცხრილის დაბლა წერენ ტელეფონის ნომრებსა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციას.
ძირითადად კალენდრებს საჩუქრად არიგებენ პრეზენტაციებზე, გამოფენებზე, პრომო აქციებზე, კომპანიის მოსაცდელში ან უბრალოდ ქუჩებში. მთელი წლის განმავლობაში თქვენ რეკლამას იხილავს რიგი პოტენციური კლიენტებისა, რომელთა რიცხვი დღითიდღე გაიზრდება.
ეს ძალიან მარტივია - პოლიგრაფია - ჯიბის კალენდარი = თქვენი კომპანია + სასარგებლო ინფორმაცია.
კედლის კალენდარი
დიზაინი და ბეჭდვა მოხდენილი კედლის კალენდრებისა.
კედლის კალენდრების ბეჭდვის ფასები. ფორმატი A3(297x420მმ.) , 12 გვერდი 170 გრ. ცარცი + ყდა, სრულფერიანი ბეჭდვა, ზამბარა +საკიდი; ფორმატი A2(420x594მმ.) 12გვერდი 200 გრ. ცარცი +ყდა, სრულფერიანი ბეჭდვა, ზამბარა+საკიდი.
(აქ ცხრილი)
დამხმარე მთელი წლის განმავლობაში.
კედლის კალენდარი ყველასათვის აუცილებელია: იგი საუკეთესოდ გეხმარებათ დროის განაწილებაში, შეჯამებაში და ამავდროულად ოფისის გალამაზებაში- ის ხომ ძალიან ლამაზი და მოხდენილია- თანამედროვე პოლიგრაფია მათ მთელ კოლექციას გთავაზობთ. კედლის კალენდარი შესანისნავ საშუალებას წარმოადგენს რეკლამის განსათავსებლად: მას ხომ ძალიან დიდი სივრცე გააჩნია ამისათვის. ეს ეხება პლაკატის ტიპის კალენდრებს, მაგრამ ამის გარდა არსებობს გადასაფურცლი კედლის კალენდარი რომელიც უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა. მისი ყოველი ფურცელი არის ახალი ეტაპი შემოქმედებისათვის, ახალი სარეკლამო სივრცე.
მასზე განთავსებულმა რეკლამამ რომ ეფექტურად იმუშაოს აუცილებლად საჭიროა პროფესიონალის მიერ შექმნილი დიზაინი. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან საჭიროა შეიქმნას გვერდის დიზანის 12 ვარიანტი, თუ არ ჩავთვლით ყდას.
თუ კედლის კალენდარს განვიხილავთ სარეკლამო სივრცის კუთხით, მაშინ შევამჩნევთ რომ ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი კომპანიის იმიჯის ფორმულირებისათვის. მხოლოდ პროფესინალი დიზაინერებისა და კომპედენტური პოლიგრაფების დამსახურებით, შეძლებთ თქვენი სარეკლამო „მესიჯის“ კლიენტისათვის სრულყოფილად გადაცემას. ამიტომაც ნიჭიერი დიზაინერებისა და საუკეთესო დანადგარების შერჩევა აუცილებელია, კალენდარი ხომ მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს თქვენი კომპანიის რეპუტაციაზე, ერთ პატარა შეცდომასაც კი შეუძლია სავალალო შედეგის გამოწვევა.
"Action Group"- ში მოსვლისას თქვენ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ: თქვენი შეკვეთა ზუსტად მოცემულ ვადებში შესრულდება, ხოლო მისი ხარისხი კმაყოფილების გრძნობას მოგანიჭებთ.
ჩვენს კომპანიაში კალენდრების ბეჭდვა არამარტო მოხერხებული გადაწყვეტილებაა, არამედ საკმაოდ ეკონომიური. ამაში თქვენთვითონვე დარწმუნდებით: ჩვენთან დადგენილი ფასები გაცილებით დაბალია ვიდრე ამ ჩვენი კოლეგებისა.
|
|