|
ACTION GROUP
ღია ბარათები
ღია ბარათები დამზადება, დიზაინი და ბეჭდვა საქმიანი ღია ბარათების.ღია ბარათების ფასები 300 გრამიან ცარცის ფურცელზე. ![]() მხიარული სურათები საჩუქრის ჩუქების დროს შეიძლება დაგავიწყდეთ შეფუთვა, ბაბთა და ა.შ. მაგრამ არცერთ შემთხვევაში მისალოცი ბარათი. თქვენც საჩუქრის არაერთხელ მიღების დროს სულმოუთქმენლად ეძებთ ბარათს, რომ გაიგოთ თუ ვინ მოგართვათ ესა თუ ის საოცარი ნივთი. საჩუქარი მომავალში შეიძლება იყოს დაზიანებული, მოძველებული, გამოყენებული, დაკარგული, მაგრამ ლამაზ ბარათზე დაწერილი თბილი სიტყვები მუდამ საიმედოდ შეინახება წლების განმავლობაში.ღია ბარათების მრავალ სახეობას იხილავს ადამიანი მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. და საიდან მოდის მისი დასახელება? "ღია ბარათი" თავიდან უწოდეს მხატვრულ საფოსტო ბარათებს, რომლების გაგზავნაც შეიძლებოდა ადრესატისათვის ღია ფორმით, წერილისაგან განსხვავებით. დღეისათვის ღია ბარათების ინდივიდუალური შექმნა და დამზადება ერთი სრული პროექტია, რომელიც კლიენტის სურვილის მიხედვით იქმნება. დიზაინერი ფანტაზიის, გამოცდილების და ინტუიციის, მეშვეობით ქაღალდის ერთ პატარა ნაწილს, ნებისმიერი ფორმის, ლამაზ თემატურ ნაკეთობად აქცევს, რომელიც მოუხდება ნებისმიერ დღესასწაულს: დაბადებისდღე, ქორწილი, კორპორატიული წვეულება, ახალი წელი...ექსკლუზიური შეკვეთა იმითაც არის კარგი, რომ საშუალებას იძლევა მისი ბეჭდვისა სხვადასხვა მილოცვისათვის. პარტნიორებისა და კოლეგებისათვის შესაძლებელია საქმიანი ღია ბარათების დაბეჭდვა.მიულოცეთ საუკეთესო მომენტები თქვენთვის ახლობელ ადამიანებს. ღია ბარათების ბეჭდვისას გამოიყენება ლამინირება, ლაკი (ფრაგმენტული ან სრული), შოლკოგრაფია, ტექსტის დაწერა ოქროთი ან ვერცხლით. მსგავსი ღია ბარათი საუკეთესო საჩუქარი იქნება კოლექციონერისათვის. |